weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ქობულეთში ჩხუბის შედეგად მამაკაცი დაჭრეს

22:23 ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017

ქობულეთის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, მას ფეხის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

თვითმხილეველების თქმით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. პოლიციას სროლაში ეჭვმიტანილი ამ დროისთვის არ დაუკავებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]